გაკვეთილის გეგმები და შეფასების რუბრიკები


გაკვეთილის მთავარი თემა
სივრცითი  ფიგურები
სწავლების საფეხური
VI
მოსწავლეთა პროფილი
კლასში ირიცხება 12 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ეს გაკვეთილი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს შეაბიჯონ ახალ სივრცულ სამყაროში.შეძლონ ფიგურების აღქმა სამ განზომილებაში და მოახდინონ მზგავსებისა და განსხვავების დანახვა სიბრტყით და სივრცით ფიგურებს შორის/ განუვითაროს  მოსწავლეებს  მსჯელობის, წარმოსახვის და აღქმის უნარები
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

მათ. VI.7.

მოსწავლები  შეძლებენ სივრცული ფიგურების ამოცნობას, აღწერას და სხვადასხვა ხერხით გამოსახვას.
წინასწარი ცოდნა
მოსწალეებმა იციან სხვადასხვა სიბრტყითი გეომეტრიული ფიგურების დასახელება და  გამოსახვა, მათი  კლასიფიკაცია კუთხეებისა და გვერდების მიხედვით.
შეფასების სააგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეძლებენ მასწავლებლის მიერ აღწერილი  სივრცითი ფიგურის ამოცნობას
მოსწალეებს შეძლებენ პლაკატიდან,სადემონსტრაციო ფიგურებიდან კონკრეტული ფიგურის ამოცნობას და მის პრაქტიკულად გამოსახვას სავარჯიშო რვეულში თუ დაფაზე,
გამოყენებული იქნება განმავითარებელი შეფასება
მოსწავლეთა შეფასება მოხდება შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სასწავლო რესურსად გამოყენებული იქნება სასკოლო წიგნები.  რვეულები,ფანქრები, სახაზავი,საშლელი, პლაკატები, გეომეტრიული ფიგურის მოდელები და პროექტორი
გაკვეთილის მსვლელობა
  გამოწვევის ფაზაზე  ვახდენ საშინაო დავალების შემოწმებას, მოსწავლეებს უნდა შეესრულებინათ სიბრტყითი ფიგურის ფართობის გამოთვლა,ვმსჯელობთ დავალების შესრულების სიზუსტეზე -10 წთ
  წვდომის ფაზაზე გაიხსენებენ  სიბრტყით ფიგურებს.  სადემონსტრაციო ფიგურების და პლაკატების გამოყენებით  ვთხოვ ამოიცნონ მათთვის ნაცნობი ფიგურები ,თუ  უნახავთ ან გამოუყენებიათ ყოფა-ცხოვრებაში. მოსწავლეების პასუხის შემდეგ  ვანახვებ მომზადებულ სლაიდ შოუს  სივრცით ფიგურებზე ,დაფაზე ფიგურების გამოსახვით და შევეცდები  განვავითარო წვდომის ფაზა და მოსწავლებმა   იგივე ფიგურები მონახონ  წიგნში  და მოახდინონ  ერთ-ერთი ფიგურის გამოსახვა რვეულში-30 წთ

შემდეგ შეჯამების ფაზაზე   მოსწავლეები წარმოადგენენ  ინდივიდუალურად შესრულებულ ნახაზებს.ვმსჯელობთ და ვასწორებთ არასწორად შესრულებულ დავალებას,  მივცემ მიზანთან შესაბამის  საშინაო დავალებას სივრცითი ფიგურების ,დახზვის ,ამოცნობის და დახარისხების შესახებ  რათა მოსწავლეებმა მოახდინონ აღნიშნული ცოდნის უკეთ გაგება და გააზრება-5წთ
                                                                                                                                                                                                                                                                                     
                                                          შეფასების  რუბრიკა

კრიტერიუმები
      1-4
      5-7
      8-10
სივრცითი ფიგურების ამოცნობა
მოსწავლე ვერ ცნობს სივრცით ფიგურებს
მოსწავლე ცნობს სივრცითი ფიგურების ნაწილს
მოსწავლე ცნობს ყველა სივრცით ფიგურას
სივრცითი ფიგურების აღწერა
მოსწავლე ვერ აღწერს სივრცით ფიგურებს
მოსწავლე ნაწილობრივ აღწერს სივრცით ფიგურებს
მოსწავლე სრულად აღწერს სივრცით ფიგურებს
სივრცითი ფიგურების გამოსახვა
მოსწავლეს არ შეუძლია სივრცითი ფიგურის გამოსახვა
მოსწავლეს შეუძლია ნაწილობრივ გამოსახოს სივრცითი ფიგურები
მოსწავლე სრულად გამოსახავს სივრცით ფიგურებს

                           შეფასების რუბრიკა საშინაო დავალებისათვის

შეფასების კრიტერიუმები
ქულა
საშინაო დავალებისათვის საჭირო ნახაზის შესრულება
0-1-2
დავალებისთვის საჭირო ფორმულების ცოდნა
0-1-2
ფიგურის ფართობის გამოსათვლელი ფორმულის სწორად მოძებნა
0-1-2
ფიგურის ფართობის გამოთვლა
0-1-2
მიღებული ფიგურის ფართობის სიდიდის გამოსახვა სხვადასხვა ზომის ერთეულებში
0-1-2

სულ 10

Комментариев нет:

Отправить комментарий